Home უძრავი ქონების შეძენა გუდაურში

უძრავი ქონების შეძენა გუდაურში

print
email
Last update by GUDAURI REALTY
უძრავი ქონების შეძენა გუდაურში

რა ღირს ბინა გუდაურში? შეუძლიათ თუ არა უცხოელებს შეიძინონ ბინა გუდაურში? საქართველოში უძრავი ქონების შეძენისა და გაფორმების პროცედურები. ინვესტიციების დაბრუნება და გადასახადები.

რა ღირს ბინა გუდაურში?

2019 წელს ქვედა, ცენტრალურ და ზემო გუდაურში ახალ აშენებულ სახლებში 1 კვადრატული ბინის ფასი საშულოდ იწყება 1400 აშშ დოლარიდან, რემონტითა და ავეჯით, ხოლო რაც შეეხება ახალ გუდაურს თეთრი კარკასის ფასი (რემონტის გარეშე) ადის 1600 აშშ დოლარამდე. ბინების სრული რემონტის ფასი საშუალოდ მერყეობს 300-დან 500 აშშ დოლარამდე ერთი კვადრატული მეტრისთვის, მასალების შერჩევიდან გამომდინარე.      

ამგვარად სტანდარტული პარამეტრები - მშენებარე სახლში სტუდია რემონტითა და ავეჯით, ფართი 25 კვადრატული მეტრი, დაახლოებით დაჯდება 35000 აშშ დოლარიდან 48000 აშშ დოლარამდე. 

მეორადი საცხოვრებლის ღირებულება, ანუ ბინები ადრე აშენებულ და უკვე ფუნქციონირებად სახლებში,  გუდაურში იწყება 500 აშშ დოლარიდან შავი კარკასისათვის, 800 აშშ დოლარიდან კი თეთრი კარკასისათვის, ხოლო გარემონტებულ და ავეჯიან ბინებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 1400 აშშ დოლარს.   

რა ღირს გუდაურში კომერციული უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთები?

2019 წელს გუდაურში, მშენებარე სახლებში,  კომერციული უძრავი ქონების საშუალო ღირებულება იწყება 2000 აშშ დოლარიდან და ადის 3000 აშშ დოლარამდე კვადრატული მეტრისთვის.  

გუდაურში მიწის ნაკვეთის ფასი, რომელიც არ არის ამოშლილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების სიიდან საშუალოდ მერყეობს 60 აშშ დოლარიდან 120 აშშ დოლარამდე, ნაკვეთის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ხოლო იმ მიწის ნაკვეთის ფასი, რომელიც უკვე ამოშლილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების სიიდან, ერთი კვადრატული მეტრისთვის საშუალოდ შეადგენს 250 აშშ დოლარს.  

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების სიიდან ამოშლის ფასი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველი ჰექტარზე, მოთხოვნის მომენტისთვის შეადგენს  - საქართველოს საგადასახადო კოდექსით (საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) განსაზღვრული მიწაზე ქონებრივი გადასახადის წლიურ განაკვეთის ხუთმაგ ოდენობას.   

ინვესტიციების დაბრუნება და გადასახადები

2019 წლის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით შეძენილ ბინებში ჩადებული ინვესტიციების დაბრუნების რეალური ვადა, მათი იჯარით გაცემის გზით შეადგენს 5 წელს, ორი ან სამოთახიანი ბინისათვის და 7 წელს სტანდარტული ბინა-სტუდიოებისათვის.     

საქართველოში არ არსებობს გადასახადი შეძენილ უძრავ ქონებაზე. მაგრამ არსებობს ბაჟი გაყიდვაზე, თუ უძრავი ქონების შეძენის მომენტიდან გავიდა 5 წელზე ნაკლები. ბინის იჯარით გაცემის შემთხვევაში, მფლობელმა უნდა გადაიხადოს საქართველოს ბიუჯეტში მიღებული შემოსავალის 5%, ამისთვის ის აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც გადასახის გადამხდელი.  

რატომ არის მომგებიანი გუდაურში მეორადი საცხოვრებლის შეძენა?

იმის გამო, რომ მეორადი საცხოვრებლის ფასი ნაკლებია ან იგივეა, აქედან გამომდინარე ნათელია მოგების ოდენობა, უკვე გამზადებული ბინის, ეგრევე მისი შეძენის მომენტიდან, იჯარით გაცემის შემთხვევაში, სტანდარტული მცირე ზომის სტუდიისათვის - 5 ათასი აშშ დოლარი ზამთრის სეზონზე. თუ ამ თანხას გავამრავლებთ 2-3 წელიწადზე (სანამ ბინა დასრულდება ახალ სახლში) - ეს სხვაობა  10-15 ათასი აშშ დოლარის ოდენობით საკმაოდ სოლიდური თანხაა ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სტარტისთვის. ყველაფერი ეს ზემოთ ჩამოთვლილი ლაპარაკობს მეორადი საცხოვრებლის სასარგებლოსდ. ამასთან ახალი მშენებლობების ჩაბარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს და მათი ჩაბარება ვერ მოხერხდეს დროულად.     

უძრავი ქონების შეძენის და გაფორმების პროცედურა

საქართველოში უძრავ ქონებაზე ყველა სახის ნასყიდობის გარიგების გაფორმება ხორციელდება იუსტიციის სახლთან არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განყოფილებებში, რომლებიც გახსნილია ქვეყნის ბევრ ქალაქში, ხოლო გაფორმების ვადა შეადგენს ერთიდან რამდენიმე დღეს.  

საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად არ არის აუცილებელი ქვეყანაში ჩამოსვლა, გარიგების გაფორმება შესაძლებელია მინდობილი პირის მეშვეობით. 

შეძენის პროცესი იოლი და გამჭირვალეა. ის შეიცავს რამდენიმე ეტაპს: 

უძრავი ქონების ობიექტის არჩევა. ჩვენი სპეციალისტები შეგირჩევენ ობიექტს, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, გაგიწევენ კონსულტაციას, ობიექტთან დაკავშირებით მოგაწოდებენ ყველა აუცილებელ ინფორმაციას. იმის შემდეგ, რაც თქვენ შეარჩევთ უძრავი ქონების ობიექტს, ჩვენ შევამოწმებთ უძრავ ქონებასთან მიმართებაში არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მის რეალურ მდგომარეობასთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი არ არსებობს, გავარკვევთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება სასამართლო გარჩევები, იპოთეკა ან სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დაკავშირებული ქონების მფლობელთან.     

ბეს შეტანა. ბეს ხელშეკრულების თანახმად მყიდველი გადაიხდის უძრსვი ქონების ღირებულების 3-10%, რათა უძრავი ქონების ობიექტი მოიხსნას გაყიდვიდან. 

ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. ხელშეკრულებაზე ხელმოწერებს ახორციეებენ გამყიდველი და მყიდველი. მშენებარე შენობაში ბინის ყიდვისას ფორმდება ორი ხელშეკრულება - წინარე და ძირითადი. სავალდებულო არ არის რათა ხელშეკრულება დამოწმდეს ნოტარიუსთან.

თანხების გადარიცხვა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მყიდველს შეაქვს ფულადი თანხები გამყიდველის პირად ანგარიშზე. გადახდა ხორციელდება ნებისმიერი ხელსაყრელი გზით (ნაღდი ფულით ან გადარიცხვით). ყველაზე გავრცელებულია საბანკო გადარიცხვები.  

საკუთრების უფლების რეგისტრაცია. პროცესი ხორციელდება ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მითითებულია საბანკო ამონაწერში. მოწმობა რეგიტრაციის თაობაზე ფორმდება და ინახება იუსტიციის სახლში.   

გაფორმების ღირებულება დამოკიდებულია ვადებზე: ერთი დღის განმავლობაში (ფაქტიურად 2-3 საათში) - 200 ლარი (114 აშშ დოლარი), ერთი ან ორი სამუშაო დღის განმავლობაში - 150 ლარი (85,5 აშშ დოლარი), ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში - 50 ლარი (28,5 აშს დოლარი). თანხაში შედის დღგ 18%-ის ოდენობით.

კომერციული ქონების შეძენა, ბიზნესის დაწყება და გადასახადები

ბიზნესმენებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოშე შექმნან კომპანიები, შეუძლიათ შეიძინონ უძრავი ქონება, სადაც მათ შეუძლიათ განავითარონ ბიზნესი შემდეგ სექტირებში: ტურიზმი, მშენებლობა, აზარტული თამაშები, წარმოება ან ლოგისტიკური მომსახურება. იმათ, ვისაც სურთ საქართველოში შეიძინონ უძრავი ქონება, განცხადება უნდა წარადგინონ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სადაც წარმოადგენენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ეს საჭიროა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის).  

ის იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში შეიძენენ უძრავ ქონებას, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია კომპანიის თაობაზე და ბიზნეს-ფორმის მაიდენტიფიცირებელი კოდები; ჩვენი კომპანიის თანამშრომლები დაგეხმარებიან წარმოადგინოთ დამატებითი ინფორმაცია საქართველოში კომპანიის რეგისტრირებასთან დაკავშირებით და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაეხმარებიან შესყიდვის პროცედურებთან და იმ დოკუმენტებთან მიმართებაში, რაც აუცილებელია შეძენის დროს.  

საქართველოში არ არის ბაჟი შეძენილ უძრავ ქონებაზე. გადასახადი კომერციული საქმიანობის წარმოებისათვის შეადგენს 1-და 18 პროცენტს. კერძო ბინის იჯარით გაცემისას, მისმა მფლობელმა საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მიღებული შემოსავლის 5%, ამისთვის კი საჭიროა დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად. 

It has been read 14148 times