აპარტამენტების სრული მომზადება იჯარით გაცემისათვის, რემონტი და ყველა საჭირო მასალით მომარაგება მზადყოფნის ნებისმიერი მომნტიდან რემონტის საბოლოო დასრულებამდე.
არ გაქვთ დრო და სურვილი დაკავებული იყვეთ სარემონტო სამუშაოებით, ან უკვე მზა რემონტის შემთხვევაში არ იცით სად უფრო სჯობს შეიძინოთ აუცილებელი ნივთები ან საერთოდ რა არის საჭირო ბინის შეავსებად?
ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოდ თქვენს ნაცვლად და ეს უფრო მომგებიანი იქნება თქვენთვის, ვიდრე თქვენ ყველაფერ ამას გააკეთებთ დამოუკიდებლად.
თბილისში ჩვენ ვიცით მაღაზიები მაღალი ხარისხის საქონლითა და დაბალი ფასებით (20-30%-ით ნაკლები, ვიდრე საშუალოდ ბაზარზეა), აგრეთვე ვიცით თუ რა არის შესაძენი აუცილებლად და რა არა (თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ ზედმეტ დანახარჯებს).
ავეჯით გაწყობის ეტაპზე დიზაინერს შეუძლია საძილე ადგილების განლაგება ისეთნაირად განსაზღვროს, რომ გასაქირავებელი ბინა მაქსიმალურად მიმზიდველად გამოიყურებოდეს (ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოთხოვნილებას ერთოთახიან ბინებზე, ხან უფრო ხელსაყრელია ერთოთახიანი ბინა მოწყობილი იქნეს, როგორც ერთი ნომერი ორისათვის, ხან კი როგორც საოჯახო ნომერი, ტიხრებითა და დამატებითი ადგილებით ბავშვებისათვის).
შევსების მომენტისათვის ჩვენ შევიძენთ ყველაფერ აუცილებელს, ადამიანთა იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც იცხოვრებენ ბინაში. აპარტამენტებს გავაფორმებთ იმ სტილში, რომელიც მოეწონება დამკვეთს და მისაღები იქნება სამთო-სათხილამურო კურორტის სასტუმროსათვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ პროფესიონალურ ფოტოს და აპარტამენტებს განვათავსებთ გუდაურში პოპულარული ონლაინ დაჯავშნის ველებზე, აგრეთვე ორგანიზებას გავუწევთ სტუმრების დახვედრას და დალაგებას.
როგორ მუშაობს ეს?
1. აუცილებელი სამუშაოებისა და მომსახურების სიის შექმნა - ვქმნით და ვუთანხმებთ მფლობელს აუცილებელი სამუშაოებისა და მომსახურების სიებს.
2. წინასწარი გადახდა - ბინის მფლობელი აწარმოებს წინასწარ გადახდას, რომელიც არჩეული სამუშაოებისა და მომსახურების სავარაუდო ღირებულების ტოლია.
3. თითოეული პუნქტის და შესყიდვის შეთანხმება. აპარტამენტის მფლობელთან ყოველი აუცილებელი სამუშაოს და შესყიდვის ოპერატიულად შეთანხმების შემდეგ (WhatsApp ან Viber), ჩვენ შევასრულებთ სარემონტო სამუშაოებს, შეთანხმებული სიით შევიძენთ ავეჯს, მოწყობილობებს, ჭურჭელს, თეთრეულს და დეკორის საგნებს.
4. გუდაურში აპარტამენტების მფლობელთან ქონების მიწოდება და დამონტაჟება, ავეჯის აწყობა და მოწყობილობების მიერთება.
5. საბოლოო ანგარიშსწორება - ფინალური ღირებულების შედეგების მიხედვით (ყოველ ეტაპზე შეთანხმებული), მფლობელთან ხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება, სააგენტო მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც წარმოადგენს დახარჯული თანხის 10-20%, თანამშრომლობის პირობების შესაბამისად.
რა ღირს ეს?
დახარჯული თანხის 10-20%:
+10% რემონტის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის და ტრანსპორტირებისათვის გაწეულ დანახარჯებს.
+ 20% დეკორის და შემევსებლებისთვის (საწოლის თეთრეული, პირსახოცები, ჭურჭელი და სხვა) გაწეულ დანახარჯებს.
საჩუქარი: ბინის 10-15 პროფესიული ფოტო (სამუშაოების დასრულების შემდეგ უფასო ფოტოგადაღება).
დაგაინტერესათ წინადადებამ? დაგვიკავშირდით ინდივიდუალური წინადადების ფორმირებისათვის, რომელიც გამოყენებული იქნება თქვენს ბინაში, თქვენი მოთხოვნა გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე email info@gudauri.travel ნიშნულით „აპარტამენტების მომზადება“.




