გუდაური ტრაველი შპს
ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ და კონტაქტები
კომპანია გუდაური ტრაველი შპს დაფუძვნდა 2011 წელს, რომელიც მიზანად ისახავდა განაცხადი გაკეთებულიყო საქართველოს ფარგლებს გარეთ ნაკლებად ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ, რათა მომხდარიყო სხვადასხვა ტერიტორიულ სეგმენტში გუდაურის მიმართ ინტერესის ჩამოყალიბება. პირველ წლებში ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი კაპიტალის და დროის ინვესტირება, გუდაურში მოვიწვიეთ სათხილამურო დასვენების ექსპერტები, მას-მედიის წარმომადგენლები და ასევე სპორცმენები ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებიდან.
ჩვენი კომპანიის მოცემულმა საინვესტიციო სტრატეგიამ და პერსპექტიულმა დაგეგმარებამ საშუალება მოგვცა უზრუნველგვეყო გუდაურში ტურისტული ნაკადების სტაბილური მოდინება, ხოლო ჩვენ კი უძრავი ქონების - საცხოვრებელის დაჯავშნის სფეროშიკ ომპლექსური მომსახურების გაწევით, ასევე უძრავი ქონების მინდობილი მმართველობით და რიელტორული მომსახურებით მივიღეთ მოგება.
სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის და ჩვენი ძალისხმევის წყალობით, 2011 წლიდან გუდაური მცირე საკურორტო დასახლებიდან, რამდენიმე ათეული საოჯახო სასტუმროთი გადაიქცა მსოფლიო მნიშვნელობის პერსპექტიულ და განვითარებად კურორტად, რომელიც არის საუკეთესო ამიერკავკასიაში, სადაც 2023 წელს ჩატარდება სამთო-სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი.
პირველადი უძრავი ქონების ბაზარზე გუდაური ტრაველი შპს წარმოადგენს კურორტ გუდაურში სამშენებლო კომპანიების და დეველოპერების ინტერესებს, აგრეთვე უზრუნველყოფს რიელტორულ მომსახურებას და გარიგებების გაფორმებას უძრავო ქონების შესყიდვისას.
მეორად უძრავ ქონებასთან მუშაობისას წარმატება უზრუნველყოფილია გუდაურისა და ყაზბეგის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან დამყარებული ურთიერთობებით, რაც მიმართულია უძრავი ქონების მოძიებისა და საინვესტიციო დაბანდებების განხორციელებისაკენ, ხელსაყრელ ფასად.
ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ გაყიდვის შემდგომ მომსახურებასაც, უძრავი ქონების ობიექტების რემონტსა და ადმინისტრირებას, მინდობილ მმართველობას, მფლობელის მიერ მაქსომალური მოგების მიღების მიზნით.
ჩვენი მომსახურების სპექტრი ასევე მოიცავს საქართველოს წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტზე უძრავი ქონების ბაზრის პირობების და განვითარების ტენდენციების მიმოხილვას, რისკის დაბალი ალბათობის და მაღალი შემოსავლის მომტანო საინვესტიციო წინადადებების მოძიებას, კონსულტაციებს ფასწარმოქმნის და ინვესტიციის რენტაბელობის ვადების თაობაზე, თანმხლებ გარიგებებს უძრავი ქონების შესყიდვისას, უძრავი ქონების მართვასა და დაჯავშნას.
თუ თქვენ დაგაინტერესათ მომსახურების ამ პირობებმა ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, დაგვიკავშირდით, შეტყობინების გამოგზავნის საშუალებით:



